13-15 სექტემბერს აზერბაიჯანში მე-18 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
2018 წლის 13-15 სექტემბერს აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, გაიმართება მე-18 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „TECIS 18 -Technology, Culture and International Stability.“

კონფერენციის მიზანია ტექნოლოგიების, კულტურისა და საერთაშორისო სტაბილურობის სფეროში ახალი გამოკვლევების პრეზენტაცია, იდეებისა და გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ავტომატიზირებული კონტროლის საერთაშორისო ფედერაცია - IFAC-IN, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანის განათლების სამინისტო, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია, ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

კონფერენციის სამუშაო პანელებია:
1. ავტომატიზირებული მართვის ტექნიკა;
2. ეკონომიკა;
3. რობოტიკა;
4. მედიცინა და საზოგადოებრივი ცხოვრება.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებ-გვერდზე: https://tecis18.org/