19 აპრილს გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „პროფესია ნოტარიუსი“
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სდასუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ''პროფესია ნოტარიუსი''.
საჯარო ლექციას წაიკითხავს ნოტარიუსთა პალატიდან მოწვეული ტრენერი მარიკა გოგოლაძე (ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე).

შეხვედრა გაიმართება დავით აღმაშენებლის დარბაზში.

19 აპრილს, 17:00 საათზე.

მის: ი. ჭავჭავაძის # 25