სისხლის უანგარო დონაცია სდასუ-ში
13 აპრილს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში აქცია - „ გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა ორმოცმა დონორმა მიიღო, ერთი დონორის მიერ გაცემულმა სისხლმა კი შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.
სისხლის უანგარო დონაცია სდასუ-სა და ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება.