კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

2018 წლის 10 აპრილიდან აცხადებს კონკურსს

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად


- შინაგანი მედიცინა: 2 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
- მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი;
- პედიატრია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი;
- ბავშვთა ინფექციური სნეულებები: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- ბიოქიმია: 2 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი;
- თერაპიული სტომატოლოგია: 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- ადამიანის ნორმალური ანატომია: 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი;
- ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციული ქირურგიის საფუძვლებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი;
- პათოლოგიური ანატომია: 1პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი;
- სამხედრო სამართალი: 1 პროფესორი;
- კერძო სამართალი: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი;
- სისხლის სამართლი: 2 ასისტენტი;
- სისხლის სამართლის პროცესი: 1-ასოცირებული პროფესორი;
- საერთაშორისო კერძო სამართლის პროცესი: 1-ასოცირებული პროფესორი;
- ჟურნალისტური ეთიკა-1 ასოცირებული პროფესორი;
- პოლიტიკა და მასმედია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- მედია და კონფლიკტი-1 ასოცირებული პროფესორი;
- ჟურნალისტური ოსტატობა-1 ასოცირებული პროფესორი;
- ენათმეცნიერება: 1 ასოცირებული პროფესორი;
- საინფორმაციო კომუნიკაცია (ინგლისურ ენაზე)-1 ასოცირებული პროფესორი;
- ეკონომიკა: 1პროფესორი;
- რუსული ფილოლოგია: 1 პროფესორი;

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ა) განცხადება;
  • ბ) ანკეტა;
  • გ) სილაბუსი;
  • დ) პირადობის მოწმობის ასლი;
  • ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  • ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • ზ) 2 ფოტოსურათი 3x4-ზე;
  • თ) საინფორმაციო კომუნიკაცია (ინგლისურ ენაზე) სასწავლო კურსის წასაკითხად, კონკურსანტი უნდა ფლობდეს C1 დონის კემბრიჯის ან TOEFL -ის სერტიფიკატს ან ფლობდეს შესაბამის დიპლომს ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. სერტიფიკატის/დიპლომის არარსებობის შემთხვევაში სავალდებულოა ტესტირების გავლა ინგლისურ ენაში.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 10 აპრილიდან - 2018 წლის 18 აპრილამდე
უნივერსიტეტის კანცელარიაში
(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 27 აპრილისა.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.sdasu.edu.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - ტელ.: (995 32) 2 253 677.