კარლოსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სდასუ-ში
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის კარლოსის უნივერსიტეტის რექტორი სდენკა პრაჟაკოვა და პროფესორი ვერა ჰოფმანოვა ეწვივნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო ბაზები: იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კვლევითი ლაბორატორია, ''სდასუ TV'' და სადსუ-ს სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე პროფესორებმა კარლოსის უნივერსიტეტის შესაძლებლობებსა და სდასუ-სთნ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
''თბილისში შეხვედრები გვქონდა არაერთ უნივერსიტეტში და მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი უნივერსიტეტი ნამდვილად მოწინავეა მათ შორის. ჩანს, რომ სდასუ-ს რექტორი ზრუნავს სტუდენტების განვითრებაზე და ყველა პირობას უქმნის მათ სწავლისათვის.'' -  აღნიშნა პროფესორმა ვერა ჰოფმანოვამ.
აღსანიშნავია რომ კარლოსის უნივერსიტეტი 1349 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ევროპაში.