სდასუ-სა და ''GITA''-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სტუდენტებში ინოვაციური ბიზნეს იდეების აღმოჩენისა და მათი სტარტაპ კომპანიებად განვითარების ხელშეწყობა, ამ მიზნით სხვადასხვა ერთობლივი პროექტების, მათ შორის, სტუდენტური სტარტაპ აქსელერატორის პროგრამის განხორციელება. საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისა თუ კონკურსების ორგანიზება, განსაკუთრებით, IT და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
სტარტაპებისა და დამწყები კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში, საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტის რესურსების, მათ შორის, პროფესურისა და სტუდენტების ჩართვა მენტორებისა და კონსულტანტების სახით, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა სტაჟირების პროგრამებში. 
სდასუ-ს სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამებში ჩართვა, დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნების, ასევე პრაქტიკული ცოდნისა და უნარების უნივერსიტეტის სასწავლო კურიკულუმებში გათვალისწინების მიზნით, კონსულტაციებისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა.