17 მარტს ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდა სდასუ-ში ჩატარდება
17 მარტს ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდა სდასუ-ში ჩატარდება. გამოცდის იმიტაციაში მონაწილეობას მე-12 კლასელები სრულიად უფასოდ შეეძლებენ.
ტესტირების მხარდამჭერია საქართველოს დავით აღმასენებლის სახელობის უნივერსიტეტი.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება სდასუ-ს ვებგვერდზე:https://sdasu.edu.ge/ka/ 12 მარტის 16:00 საათიდან 16 მარტის 18:00 საათამდე.
ტესტირებაზე დარეგისტრირება 500 აპლიკანტს შეეძლება.
ამ პროექტით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება. მონაწილეებს ტესტირების შედეგი ეცნობებათ ტესტირების დასრულებისთანავე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: http://naec.ge/#/ge/post/1727

გისურვებთ წარმატებებს!

მის: ვაკე, ი. ჭავწავაძის # 25