სდასუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
23-24 თებერვალს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა.
სდასუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც გამოფენის სტუმრებს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ სდასუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, პრიორიტეტების და ბენეფიტების შესახებ.
განათლების მერვე საერთაშორისო გამოფენას თხუთმეტიათასამდე დამთვალიერებელი ეწვია და 11 ქვეყნის სხვადასხვა წარმატებული უნივერსიტეტი მონაწილეობდა.