დეკანის მიმართვა


მოგესალმებით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სახელით!

სდასუ  გახლავთ მრავალწლიანი, სტუდენტზე ორიენტირებული, საუკეთესო ტრადიციების მატარებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. არსებობის 30 წლის მანძილზე უნივერსიტეტი დაამთავრა არაერთმა დღეისათვის უკვე გამოჩენილმა სპეციალისტმა. უნივერსიტეტში შექმნილია ყველა პირობა როგორც სტუდენტების ასევე პროფესორ მასწავლებლებისათვის რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებობების რეალიზება.  
მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის თეორიული და კლინიკური სასწავლო ბაზები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასები აღჭურვილია თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან,  სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან და კლინიკებთან. 
მედიცინისა და  სტომატოლოგიის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები პასუხობს მედიცინის თანამედროვე მოთხოვნებს, რაც წარმოადგენს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების წინაპირობას.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სახელით გილოცავთ სწორ არჩევანს და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას.
იმედი მაქვს რომ ნაყოფიერი თანამშრომლობით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ მიზანს.


თამარ ცქიტიშვილი
პროფესორი, მედიცინის დოქტორი
 

 
ბეჭდვა