მობილობა
მობილობა

მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის სტუდენტი ან შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
სტუდენტის მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, საფეხურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით უნივერსიტეტის მიერ ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე.
მობილობის მსურველი სტუდენტი უფლებამოსილია ჩარიცხვის თაობაზე განცხადებით მიმართოს უნივერსიტეტს, ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველ პირთა სიის გამოქვეყნების შემდეგ.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საგანმანათლებლო დოკუმენტი და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები, რომლის საფუძველზეც სტუდენტი ჩაირიცხება სდასუ-ში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მობილობის შესახებ

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია


შიდა მობილობა

შიდა მობილობის ფარგლებში სტუდენტს უფლება ეძლევა, გადავიდეს უნივერსიტეტის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.
შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში და უნივერსიტეტში ემთხვევა გარე მობილობის ვადებს. შიდა მობილობის განხორციელებისათვის სტუდენტი უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რის საფუძველზეც რექტორის ბრძნებით შექმნილი კომისია ადგენს საგანმანათლებლო პროგრამასთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.