სკოლის შესახებ
სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას საქართველოში ოდითგანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. იურისტის პროფესია, განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ რეგულირებად პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება.
სდასუ-ს სამართლის სკოლა იურიდიული განათლებისა და მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს. უმაღლესი იურიდიული განათლება უნივერსიტეტში ეფუძნება საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებსა და მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის საუკეთესო პრაქტიკას.
სამართლის სკოლას დიდი წვლილი შეაქვს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. ეს შესაძლებელი გახდა:
ქართული იურიდიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლების მოზიდვით;
სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით;
სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვით.
სდასუ-ს სამართლის სკოლაში მოქმედებს აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ადამიანური და მატერიალურ–ტექნიკური რესურსით.
სამართლის პროგრამები მიზნად ისახავს ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილ ბაკალავრთა, მაგისტრთა და დოქტორთა მომზადებას, რაც განაპირობებს მათ კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
სდასუ-ს სამართლის სკოლაში სტუდენტებს შექმნილია საქმიანი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. სამართლის სკოლაში თითოეულ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, გამოცდილი და კვალიფიციური პროფესურის დახმარებით, მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება, გამოიმუშაოს როგორც პრაქტიკოსი, ისე მეცნიერ–იურისტისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევები და სრულყოფილად დაეუფლოს იურისტის პრესტიჟულ პროფესიას.
სამართლის სკოლას აქვს იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, სადაც სტუდენტებს ეძლევათ იმიტირებულ პროცესებში მოსამართლის, ადვოკატისა თუ პროკურორის, კანონმდებლის ამპლუაში მონაწილეობისა და იურისტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობა.
სამართლის სკოლა უზრუნველყოფს კონფერენციის ფორმატში სტუდენტთა ფართო საზოგადოების წინაშე სამართლის პრობლემური საკითხების ირგვლივ არგუმენტირებული კრიტიკული შენიშვნებითა და ახალი ინიციატივებით გამოსვლას. სამართლის სკოლაში არსებული იურიდიული კლინიკების მუშაობაში ჩართულობას. სდასუ-ს სამართლის სკოლის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გადიან სამინისტროებში, სასამართლოებსა და საადვოკატო ბიუროებში, სადაც ისინი პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ და სრულფასოვან იურისტებად ყალიბდებიან. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნულ დაწესებულებებში საქმდება.
სამართლის სკოლაში სწავლება ორიენტირებულია სტუდენტზე და ეფუძნება სტუდენტის აკადემიური მოსწრების უწყვეტ შეფასებას; სტუდენტი იძენს იურისტისათვის აუცილებელ კომპეტენციებს, სამართლის ცოდნის ეფექტურად გამოყენების, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარს.