სკოლის შესახებ
სკოლის მიზანია აკადემიური თავისუფლების და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში მაღალხარისხიანი და შრომის ბაზარზე ორიენტირებული თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოს მუდმივად პროგრესირებად საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლება. მედიცინისა და სტომატოლოგიის დარგში მაღალკვალიფიციური და შიდა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ემყარება შემდეგ პრინციპებს: ბიოსამედიცინო მეცნიერებების ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა, მყარი თეორიული ბაზისის შექმნა შემდგომში კლინიკური დისციპლინების ათვისებისათვის, სწორი მეთოდოლოგიური მიდგომების პირობებში სამეცნიერო ცოდნის და პრინციპების მართებული გამოყენება, კლინიკური აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარება, დაავადებებისა და პათოლოგიური პროცესების დადიაგნოზების, მკურნალობისა და პროფილაქტიკის პრინციპების, კონცეფციების, მეთოდების ათვისება და რეალიზება, ცოდნის მუდმივი განახლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობის გაცნობიერება, ექიმის პროფესიისათვის მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი ღირებულებების გააზრება და გათავისება.
კურსდამთავრებულს უფლება აქვს დასაქმდეს უმცროსი ექიმის პოზიციაზე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირთან, ჩაერთოს პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაში ან გაიაროს რეზიდენტურის სრული კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა, რათა ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით, ღირსეულად ემსახუროს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას. სკოლა ახორციელებს:
 ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – სამკურნალო საქმე;
 ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – სტომატოლოგია;
 სადოქტორო პროგრამა – მედიცინა
გარდა საგანმანათლებლო პროგრამებისა სკოლა ახორციელებს დიპლომისშემდგომი განათლების (პეროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამებს:
 თერაპიული სტომატოლოგია;
 ორთოპედიული სტომატოლოგია;
 ორთოდონტია. 
სკოლა გამორჩევა მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაღალი დონის სამეცნიერო, სასწავლო – კლინიკური ბაზებით, სადაც სტუდენტები დარგის აღიარებულ სპეციალისტებთან ეუფლებიან სამედიცინო განათლებას. სდასუ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის უნივერსიტეტებთან.