ბიბლიოთეკით სარგებლობა
  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია გაწევრიანების შემდეგ;
  • ბიბლიოთეკარი ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არეგისტრირებს ბიბლიოთეკის მკითხველად, ავსებს მკითხველის ელექტრონულ ფორმულარს, სადაც შეაქვს გაწევრიანების მსურველი პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სემესტრი და სკოლა.
  • უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის რეგისტრირება ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა) საფუძველზე; მკითხველი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი მონაცემების შეცვლის შესახებ.
  • მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების კოლექციებით; სამკითხველო და კომპიუტერული დარბაზებით; ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ოთახებით; ელექტრონული ბიბლიოთეკით (ელექტრონული წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები); სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე უფასო წვდომით; უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის emis.sdasu.edu.ge-ს მეშვეობით აკადემიურ/მოწვეულ/ადმინისტრაციულ პერსონალს და სტუდენტებს შესაძლობლობა აქვს ისარგებლონ უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსებული ელექტრონული მასალებით;
  • საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობისთვის მკითხველმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული სტუდენტური ბილეთი;
  • მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა მოიძიოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კატალოგში, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.sdasu.edu.ge-ზე ბიბლიოთეკის განყოფილებაში ან დააზუსტოს ბიბლიოთეკართან;
  • მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკას შეუკვეთოს როგორც პირადად, ასევე ელექტრონულად ელ-ფოსტის მეშვეობით; საბიბლიოთეკო ერთეულის შეკვეთის შემდეგ, ბიბლიოთეკარი აწვდის მკითხველს შემდეგ ინფორმაციას, ხელმისაწვდომია თუ არა მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკაში, შეუძლია თუ არა სახლში გატანა და რა ვადით; თუ ის არ აღმოჩნდა ბიბლიოთეკაში, სხვა რა ალტერნატიული მასალის გამოყენება შეუძლია და სხვ; მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველი მასალა დაჯავშნოს წინასწარ.
  • ბეჭდური საბიბლიოთეკო ერთეული, რომელიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, გამონაკლისის გარდა ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა; ასეთი რესურსით სარგებლობა მკითხველს შეუძლია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში; იმ შემთხვევაში თუ, ბეჭდური საბიბლიოთეკო ერთეული მხოლოდ ერთი ეგზეპლარია ბიბლიოთეკაში, მაგრამ არ არის მასზე ყოველდღიური მოთხოვნა, შესაძლებელია მკითხველმა ისარგებლოს მისი სახლში გატანის უფლებით; ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა, ასევე პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები), ლექსიკონები, ენციკლოპედიები;
  • ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის უფლებით სარგებლობენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი;
  • მკითხველი ვალდებულია გატანილი წიგნი დროულად დააბრუნოს ბიბლიოთეკაში; ერთეულის გაცემის თარიღის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულია ელექტრონულ ბაზაში; ბიბლიოთეკიდან გატანილი აქტიურად მოხმარებადი წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, წინასწარ შეთანხმებულ დროზე ადრე, დააბრუნოს ლიტერატურა ბიბლიოთეკარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათისა, აღნიშნული ვადა ითვლება წიგნის დაბრუნების ვადად. მკითხველს შეუძლია გადადოს გატანილი წიგნის დაბრუნების ვადა, როგორც პირადი განაცხადით, ასევე ელ.ფოსტის საშუალებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა.
  • მკითხველს უფლება აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ერთდროულად გაიტანოს 5 წიგნი; გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე, მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში; გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომის დროს, თუ მკითხველს კვლავ სჭირდება ამავე მასალით სარგებლობა, მას შეუძლია გადადოს წიგნის დაბრუნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მასალაზე არ არის მოთხოვნა; თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (კერძოდ, ავადმყოფობა, ქვეყანაში არ ყოფნა და სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში მასალით სარგებლობის ვადა ჩაითვლება დარღვეულად;
  • იმ შემთხვევაში თუ მკითხველმა დაარღვია საბიბლიოთეკო რესურსის დაბრუნების ვადა, მკითხველი ვეღარ შეძლებს მასალის ბიბლიოთეკის დარბაზების ფარგლებს გარეთ გატანას. შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული და წინასწარ ცნობილი მკითხველისათვის;
  • გატანილი მასალის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია აუნაზღაუროს უნივერსიტეტს მასალის საბაზრო ღირებულება ან ჩაანაცვლოს იმავე დასახელების წიგნით ან სხვა მოთხოვნადი საბიბლიოთეკო ერთეულით; დიპლომის ასაღებად სტუდენტი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს ე.წ. ,,შემოვლით ბარათს“, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანების მქონე სტუდენტზე არ გაიცემა დიპლომი.
  • მკითხველი ბიბლიოთეკარისგან გაფრთხილებას იღებს: წიგნის დაბრუნების ვადის გასვლის გამო, აქტიურად მოთხოვნადი წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში და ქცევის წესების დარღვევისას დაწესებული სანქციების შესახებ; წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან ერთი დღის შემდეგ, ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის ხელმეორე გაფრთხილებას წიგნის დაგვიანების შესახებ; ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას მის მიერ გატანილი წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში; ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევისას წინამდებარე წესით განსაზღვრული სანქციების შესახებ; წიგნის დაბრუნების ვადის გადაცილების შესახებ შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს მკითხველს დაკისრებული ვალდებულებებისგან. მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ (მუშაობის განრიგი, ამა თუ იმ მასალის მისაწვდომობა, გატანის ვადები და ა.შ.) ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართოს ბიბლიოთეკარს, როგორც პირადად ან ელ-ფოსტით, ასევე სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. მკითხველი მისთვის საინტერესო ინფორმაციას ბიბლიოთეკისგან იღებს არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა.
  • ბიბლიოთეკის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის უფლება აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყველა წევრს; კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობა არის უფასო, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ასევე ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით; კომპიუტერით მოსარგებლემ, გამოყენების შემდეგ, კომპიუტერი ჩართული უნდა დატოვოს. კომპიუტერის მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს ტექნიკას. მას არა აქვს უფლება კომპიუტერში რაიმე პროგრამული ფაილის ჩაწერის, ან წაშლის; დაუშვებელია კომპიუტერის გამოყენება არადანიშნულებისამებრ (კომპიუტერული თამაშები, გასართობი ვებ-გვერდები და სხვ.); კომპიუტერის გაუმართავად მუშაობის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს და თვითნებურად არ ეცადოს ხარვეზის გამოსწორებას; ლიმიტი კომპიუტერებით სარგებლობაზე არსებობს მხოლოდ სხვა მომხმარებლებისაგან მოთხოვნის შემთხვევაში და შეადგენს 60 წუთს.
  • მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სასწავლო, კვლევითი მასალის ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისით; მკითხველს შეუძლია გადაიღოს ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის ასლი ან ამობეჭდოს კომპიუტერიდან ინფორმაცია. აღნიშნულის თვითნებურად გაკეთება დაუშვებელია. ამისათვის მკითხველმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს.
  • მკითხველი ვალდებულია პატივი სცეს როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, ასევე სხვა მომხმარებლის უფლებებს; გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ბიბლიოთეკაში შემოსვლისთანავე მკითხველი ვალდებულია: გადაიყვანოს მობილური ტელეფონი უხმო რეჟიმზე; დაიცვას სიჩუმე; ჯგუფური მუშაობისას არ შეუშალოს ხელი სხვა მკითხველს; საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობის შემდეგ თვითნებურად არ დააბრუნოს ისინი თაროზე, არამედ ჩააბაროს ბიბლიოთეკარს ან დატოვოს მაგიდაზე; წიგნის ან სხვა მასალის მიღებისას გულდასმით შეამოწმოს ის და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს; ბიბლიოთეკაში დაუშვებელია საკვები პროდუქტების შეტანა, გარდა ბოთლში ჩამოსხმული წყლისა და სხვა მინერალური სასმელებისა;
  • მკითხველს ეკრძალება ბიბლიოთეკიდან წიგნის ან სხვა რესურსის, მკითხველის აბონემენტში ბიბლიოთეკარის მიერ სპეციალური ჩანაწერის გაკეთების გარეშე, თვითნებურად გატანა. მკითხველის მიერ თანამშრომლის ან ბიბლიოთეკის სხვა მომხმარებლის შეურაცხყოფისას, მკითხველს ეკისრება უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელი; მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ბრალეულობის დადგენისას მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება; მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზში სიჩუმის დარღვევისას (ხმამაღალი საუბარი, მობილურის ზარი და ა.შ.) მკითხველი ბიბლიოთეკარისგან იღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, მსგავსი დარღვევის ორჯერ განმეორების შემთხვევაში ტოვებს სამკითხველო დარბაზს; მკითხველის მიერ საბიბლიოთეკო რესურსის ბიბლიოთეკიდან თვითნებურად გატანისას, მკითხველს ეკისრება უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელი.
  • მკითხველი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; მკითხველი, რომელიც დაარღვევს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, აანაზღაურებს ზარალს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებით დადგენილი ნორმის შესაბამისად.
  • ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00-დან - 20:00 საათის ჩათვლით.