ბიბლიოთეკის შესახებ
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვება მრავალფეროვანი ლიტერატურა საუნივერსიტეტო პროგრამების ყველა მიმართულებით.
ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად მდიდრდება და დღეისათვის 20000-მდე სახელმძღვანელოს შეიცავს. ბიბლიოთეკა ასევე მარაგდება ჟურნალ-გაზეთებით. ბიბლიოთეკაში ტრადიციად იქცა იმ ლიტერატურის საჯარო განხილვა და სემინარების ჩატარება, რომლითაც ინტერესდებიან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება ელექტრონული ვერსიებით.
სდასუ-ს ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სერვის სამსახური.რომელიც მკითხველს სთავაზობს ოპერატიულ მომსახურებას ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით. ეს არის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და მონაცემთა ბაზები, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი. მკითხველთათვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ბიბლიოთეკა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ემსახურება საბიბლიოთეკო დოკუმენტებითა და ინტერნეტ რესურსებით. ჩვენს მკითხველს აქვს ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე (CD, USB) გადაწერის შესაძლებლობა.