Virtual Tour

Date

მარ 26 2025
ვადაგასულია

Time

12:00 - 18:00

საერთაშორისო კვირეული

2025 წლის 26 მარტს, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი უმასპინძლებს პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საუნივერსიტეტო კავშირ,   „ნიკოლა ტესლა“-ს პროფესორებს. უცხოელი კოლეგები ჩაატარებენ საჯარო  ლექციებს სტუდენტებისთვის და მასტერკლასებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი:

  1. საჯარო ლექცია – „ალგორითმის დარღვევა: ენის ძალა და მიკერძოება ახალი ამბების ფორმირებაში“ მომხსენებელი დიპლომატიისა და უსაფრთხოების ფაკულტეტის, უნივერსიტეტის გაერთიანება ნიკოლა ტესლას, ბელგრადი, სერბეთი, პროფესორი, კატარინა სმაკიჩი; ლექცია ჩატარდება ონლაინ.
  2. საჯარო ლექცია – „გენდერის, უსაფრთხოებისა და ენის კვეთა: ძალაუფლების დინამიკის შემოწმება მრავალენოვანი სამშვიდობო ძალისხმევის დროს“, მომხსენებელი: დიპლომატიისა და უსაფრთხოების ფაკულტეტის, საუნივერსიტეტო კავშირი ნიკოლა ტესლას, ბელგრადი, სერბეთი, ინგლისური ენის ლექტორი, მინა სუკნოვიჩი; ჩატარების ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი; სდასუ.
  3. მასტერ კლასი  – „როგორ დავწეროთ ერასმუს პროექტები“,  მომხსენებელი: დიპლომატიისა და უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საუნივერსიტეტო კავშირი ნიკოლა ტესლა, ბელგრადი, სერბეთი, პროფესორი, მილიცა ბოსკოვიჩი;  ჩატარების ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი; სდასუ.
  4. მასტერ კლასი -„როგორ ვმართოთ ერასმუს პროექტები“,   მომხსენებელი: პროექტების აკადემიის განყოფილების ხელმძღვანელი, დასავლეთ ბალკანეთის ინსტიტუტი, ბელგრადი, სერბეთი, მარკო სტოიანოვიჩი. ჩატარების ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი; სდასუ.

დასაწყისი 12:00 საათზე, ჰიბრიდულ რეჟიმში.