სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენცია!

2600c63693a8ced199542c6eba67fee2
საგანმანათლებლო პროგრამები

სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენცია!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2022 წლის 03 ივნისს, 12:00 საათზე გიწვევთ სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენციაზე.

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი სექციების მიხედვით:

  მედიცინა/ სტომატოლოგია
  სამართალი
  ჟურნალისტიკა
  ბიზნესი და ტექნოლოგიები
  ტურიზმი
  საერთაშორისო ურთიერთობები

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 27 მაისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო მასალები;

  • სამეცნიერო მოხსენება /თემა, მაქსიმუმ 5-10 გვერდი (ნაბეჭდი A 4 ფორმატით; ველის საზღვრები – 2 სმ; შრიფტის ზომა 11; ფონტი: Syifaen – ქართული ტექსტისთვის; Times New Roman – ინგლისური ტექსტისთვის);
  • კრებულისათვის ნაშრომის თეზისები, მაქსიმუმ 2 გვერდი: ინტერვალი 1.15; თვალსაჩინოები მოხსენებისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს Power Point-ში;
  • ფოტო (3×4)

სათაურის ზემოთ მარჯვნივ მითითებული უნდა იყოს სექცია, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, 
სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა.

კონფერენციაზე სექციების მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც გაინაწილებენ I, II და III საპრიზო ადგილებს. 
მათ გადაეცემათ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. 
მოხსენებების თეზისები გამოიცემა კრებულის სახით.


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: 
რეგისტრაცია  და საკონფერენციო მასალები გადმოგზავნონ სექციების მიხედვით ელექტრონულ მისამართზე:

medicine@sdasu.edu.ge (მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლა)

lawinfo@sdasu.edu.ge (სამართლის სკოლა)

business@sdasu.edu.ge (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა)

journalism@sdasu.edu.ge (ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა)


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 25 36 77


გისურვებთ წარმატებას!

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.