სკოლის შესახებ
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გთავაზობთ საუკეთესო შესაძლებლობას მიიღოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში, რაც მომავლში თქვენი წარმატებული კარიერის  საწინდარი გახდება.
ჩვენი სკოლა სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე სასერტიფიკატო კურსებს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სრულყოფილად დაინახონ თეორიული ცოდნის პარაქტიკაში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობები.
სასწავლო პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობასთან. ''სდასუ TV'' და რადიო ''სდასუ''  სტუდენტს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გახდეს პროფესიონალი რადიო და ტელეწამყვანი, დაეუფლოს თანამედროვე მედიატექნოლოგიებს. 
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიზანია კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვე პირობებში ბიზნესის ფუნქციონირების, მენეჯმენტის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობიერებას, თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შერწყმასა და თანამედროვე მედია სივრცეში თვითდამკვიდრებას. 
არჩევანის ჩვენს სკოლაზე გაკეთებით თქვენ მტკიცე საფუძველს ჩაუყრით თქვენს მომავალ კარიერულ აღმასვლას.
ბეჭდვა