ცხადდება მიღება სამართლის სადოქტორო პროგრამაზე!
აგვისტო 7, 2023 2023-08-07 15:13ცხადდება მიღება სამართლის სადოქტორო პროგრამაზე!
სდასუ აცხადებას მიღებას 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის სადოქტორო პროგრამაზე;
სამართლის სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:
საბუთების მიღება -1 სექტემბერი – 9 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 14 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება -15 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება -15-16 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება -18 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 20 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება – 21-22 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერი
ჩარიცხვის ბრძანების მომზადება – 25 სექტემბერი
სდასუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
- განმცხადებლის რეზიუმე, CV;
- სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2023 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
- უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
- წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.
- 2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge