მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

UCL-ის და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორებს ნინა ფორაქიშვილისა და პიტერ ლიდიარდს საპატიო დოქტორის დიპლომები და დავით აღმაშენებლის მედლები გადაეცათ

UCL-ის და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორებს ნინა ფორაქიშვილისა და პიტერ ლიდიარდს საპატიო დოქტორის დიპლომები და დავით აღმაშენებლის მედლები გადაეცათ

16 იანვარს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს TEMPUS-ის საგრანტო პროექტის „ბიოლოგიისა და მედიცინის დარგებისათვის მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრების შექმნა ვირტუალური ლაბორატორიების განვითარებისათვის“ ფარგლებში კოორდინატორები, UCL -ის და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორები, დიდი ბრიტანეთის იმუნოლოგთა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰემატოლოგთა საზოგადოებების წევრები ნინა ფორაქიშვილი და პიტერ ლიდიარდი ეწვივნენ. პროფესორები შეხვდნენ მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სტუდენტებს და ჩაატარეს ლექცია თემაზე „კლინიკური იმუნოლოგიის თანამედროვე მიდგომები“. რექტორმა, პროფესორმა თეიმურაზ ქორიძემ პროფესორებს ნინა ფორაქიშვილსა და პიტერ ლიდიარდს საპატიო დოქტორის დიპლომები და დავით აღმაშენებლის მედლები გადასცა.

Share: