სკოლის შესახებ
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა გთავაზობთ საუკეთესო შესაძლებლობას მიიღოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში, რაც მომავლში თქვენი წარმატებული კარიერის შექმნის საწინდარი გახდება. სკოლა სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სასერტიფიკატო კურსებს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სრულყოფილად დაინახონ თეორიული ცოდნის პარაქტიკაში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობები. სასწავლო პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან. სკოლაში სისტემატურად ტარდება სხვადასხვა ტიპის სემინარები, სტუდენტური კონფერენციები.სდასუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის მიზანია კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვე პირობებში ბიზნესის ფუნქციონირების, ბიზნეს-საქმიანობის ხელშემწყობი ფაქტორების და ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობიერებას, თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შერწყმას. არჩევანის ჩვენს სკოლაზე გაკეთებით თქვენ მტკიცე საფუძველს ჩაუყრით თქვენს მომავალ კარიერულ აღმასვლას.
ბეჭდვა