სკოლის შესახებ
სკოლის მიზანია სტუდენტებისათვის ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიცემა; კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება; სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება; დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპების, თეორიების, კონცეფციებისა და მეთოდების ათვისება; კლინიკური აზროვნების განვითარება; ცოდნის მუდმივი განახლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობის გაცნობიერება; ექიმის პროფესიისთვის მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი ღირებულებების გამომუშავება.
კურსდამთავრებულს უფლება აქვს დასაქმდეს უმცროსი ექიმის პოზიციაზე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირთან, ჩაერთოს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში, სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაში ან გაიაროს რეზიდენტურის სრული კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა, რათა ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით, ღირსეულად ემსახუროს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას.

  • ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – სამკურნალო საქმე
  • ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – სტომატოლოგია
  • კლინიკური რეზიდენტურა
  • სადოქტორო პროგრამა – მედიცინა

სკოლა გამორჩევა მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და უმაღლესი კატეგორიის სამეცნიერო, სასწავლო – კლინიკური ბაზებით, სადაც სტუდენტები დარგის აღიარებულ სპეციალისტებთან ეუფლებიან სამედიცინო განათლებას თანამედროვე სამკურნალო – დიაგნოსტიკური ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. სდასუ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და კანადის სამეცნიერო კვლევით დაწესებულებასთან. გამოიცემა ერთობლივი რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი „INNOVATIVE MEDICINE AND BIOLOGY”.



s
ბეჭდვა