საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სდასუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა.
გიორგი კეკელიძემ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სდასუ-ს რექტორს , პროფესორ თეიმურაზ ქორიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სდასუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.