მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს 2017– 2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები
 სამართალმცოდნეობა - 4 ადგილი
 ჟურნალისტიკა - 3 ადგილი
 ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა - 3 ადგილი
 ინგლისური ფილოლოგია - 2 ადგილი

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები
 სამკურნალო საქმე - 7 ადგილი
 სტომატოლოგია - 5 ადგილი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში მობილობის უფლების მოპოვების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე; სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე. სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის უფლებას, ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში ( 06-14 თებერვალი ) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
6. ატესტატი/წინა საფეხურის დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;
7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთები მიიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე შესაბამისი სკოლების დეკანატებში მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე) დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995) 577 57 60 50

გისურვებთ წარმატებას!