სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
2018 წლის 30 იანვრიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

- შინაგანი დაავადებები: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 1 ასისტენტი;
- ქირურგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორ
- ინფექციური დაავადებები: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ- პროფესორი;
- ალერგოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- რადიოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- პედიატრია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- კერძო სამართალი: 1 პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი; - სისხლის სამართალი: 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
- ჟურნალისტიკა: მედიასამართალი და თვითრეგულირება: 1 ასოცირებული პროფესორი;
- ჟურნალისტიკა: კულტურულ საგანმანთლებლო მაპუწყებლობა: 1 ასოცირებული პროფესორი;
- ჟურნალისტიკა: სამაუწყებლო მედია (რადიო), სამაუწყელობლო მედია (ტელევიზია): 1 ასოცირებული პროფესორი;
- მენეჯმენტი: 1 ასისტენტ-პროფესორი;
- ეკონომიკა: 1 პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი; - ინფორმატიკა: 2 ასოცირებული პროფესორი; მათემატიკა: 1 ასოცირებული პროფესორი.
ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:
- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• ა) განცხადება;
• ბ)კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;
• გ) პირადობის მოწმობის ასლი;
• დ) დიპლომის ასლი უმაღლესი განათლების შესახებ;
• ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
• ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
• ზ) 2 ფოტოსურათი 3x4-ზე. კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 30 იანვრიდან - 2018 წლის 10 თებერვლამდე
უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე
, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 17 თებერვლისა.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერ¬სი¬ტეტის ვებ¬გვერ¬დზე www.sdasu.edu.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - ტელ.: (995 32) 2 253 677.
ბეჭდვა