სიახლეები
ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი სდასუ-ში
ცნობილი ქართველი მწერალი - დათო ტურაშვილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა. მწერალმა უნივერსიტეტი დაათვალიერა და სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და იგი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
ბესტსელერების ავტორმა სტუდენტებს შეხვედრის ბოლოს საკუთარი წიგნები წარუდგინა და მათი დაწერის ისტორიებიც უამბო.
ბეჭდვა