1 დეკემბერს მსოფლიო აივ/შიდსთან ბრძოლის დღეს აღინიშნავს
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის თვითმმართველობის საბჭოს მოწვევით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, მაია ცინცაძემ შიდსის შესახებ საჯარო მოხსენება წაიკითხა.