სამართლის სკოლა

მოგესალმებით, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა წლების განმავლობაში მყარად ჩამოყალიბებული ტრადიციების შესაბამისად უზრუნველყოფს პროფესიონალი იურისტების მომზადებას უმაღლესი იურიდიული განათლების სამივე საფეხურზე, შემდეგი პროგრამებით: სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და სამართლის სადოქტორო პროგრამა. ჩვენი მიზანია სამათლის სკოლის მაღალი რეიტინგის შენარჩუნება და ზრდა, მუდმივი განვითარებისა და ინოვაცების ხარჯზე რაც უპასუხებს დროის გამოწვევებს. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სტუდენტებს თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ სამართლის დარგში აღიარებული, წამყვანი სპეციალისტები. სტუდენტთა ცოდნის განმტკიცებას უზრუნველყოფს იმიტირებული სასამართლო პროცესების პრაქტიკა, სათანადოდ აღჭურვილი დარბაზით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტიკური ლაბორატორია, უახლესი ლიტერატურით მუდმივად განახლებადი ბიბლიოთეკა, სამეცნიერო კონფერენციები. სტუდენტთა პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირებას თეორიულ ცოდნასთან ერთად, ხელს უწყობს მათი სამართლის კლინიკებში ინტენსიური საქმიანობა. სამართლის სკოლის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია: საერთაშორისო ურთიერთობები, სტუდენტთა და პროფესორ მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა საზღვარგარეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში, სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ჩვენი სურვილია მეტი ყურადღებით გაეცნოთ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის შესაძლებლობებს. მოხარული ვიქნებით თუ წარმოდგენილი მოკლე ინფორმაცია, მოგცემთ შესაძლებლობას გაიკვლიოთ გზა მომავალ პროფესიულ არჩევანში.

დავით გუგავა.
დეკანი,
პროფესორი,სამართლის დოქტორი.
ბეჭდვა