კრიმინალისტიკური ლაბორატორია
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სამართლის სკოლაში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ტექნიკურად და პროგრამულად სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად შეისწავლონ კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიებისა და გახსნის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა კვალთა და სხვა მტკიცებულებათა აღმოჩენა, ამოღება, ფიქსირებისა და გამოკვლევის, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და სხვა სახის დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის თავისებურებები. შესაბამისად, სამართლის სკოლის სტუდენტებს კრიმინალისტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ გამოცდილებაც, რაც ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სტუდენტების მომზადებასთან ერთად ხდება ასევე პრაქტიკოსი მუშაკების მომზადება, რის საფუძველზეც აღნიშნული პირები შეძლებენ კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებას.