დისტანციური სწავლება
ვირტუალური სიმულაციების ლაბორატორია

ვირტუალური სიმულაციების ლაბორატორია შესაძლებელს ხდის ექსპერიმენტის ჩატარებას რეალური ლაბორატორიის გარეშე. ეს ინოვაცია ასობით მზა ექსპერიმენტული მასალის ერთდროულად არსებობის საშუალებას გვაძლევს. ლაბორატორიული ექსპერიმენტი ეფუძნება კომპიუტერული ანიმაციებისა და სიმულაციების გამოყენებას , ასევე ეფექტურ და უსაფრთხო სამუშაო პირობებს უქმნის სტუდენტებს. ვირტუალური სიმულაციების ლაბორატორია იყენებს ელექტრონული სწავლების (e-learning) ფორმას და უზრუნველყოფს სამეცნიერო სფეროში მაღალკვალიფიციური, წარმატებული კადრის მომზადებას.