სდასუ TV
  • 18 სექტემბერი-24 სექტემბერი
  • 25 სექტემბერი-1 ოქტომბერი
  • 16 ოქტომბერი-22 ოქტომბერი
  • 23 ოქტომბერი-29 ოქტომბერი
  • 30 ოქტომბერი-5 ნოემბერი
''სდასუ TV''-ს სტუდიებში ყოველი დილის 9 საათიდან შემოქმედებითი ფუსფუსია. დღის მთავარი საინფორმაციო სიახლეები და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თემები თუ კულტურის სიახლეები სტუდენტებს შორის ნაწილდება. ახალგაზდა რეპორტიორები, ოპერატორები და ჟურნალისტები გადაღებაზე გადიან.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი პირველია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელმაც საკუთარ სტუდენტებს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ტელესივრცე შეუქმნა. უახლესი ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილი სტუდიები ყველა პირობას უქმნის არა მხოლოდ მედიის სკოლის, არამედ სდასუს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს დაოსტატდნენ საკუთარ პროფესიებში. რაც შეეხება საავტორო გადაცემებს კულტურის, ლიტერატურის, მედიცინის, სპორტის, ეკონომიკისა და იურისპუდენციის შესახებ, სდასუს მაყურებელს საშუალებას აძლევს ჩაერთოს და თვალყური ადევნოს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. არ ჩამორჩეს საინფორმაციო, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.

,,სდასუ TV“ მაყურებელს სთვაზობს ქართული დოკუმენტური და მხატვრული ფილმების პრემიერებს, ლიცენზირებულ სატალევიზიო პროგრამებს, დოკუმენტურ და საგანმანათლებლო ფილმებს, შემეცნებით-გასართობ გადაცემებს.

,,სდასუ ტვ“ მაუწყებლობს ციფრული ხარისხის სიგნალით FULL-HQ ფორმატში, 8:00 საათიდან 24:00 საათმდე.


  • www.sdasu.tv
  • tv silk
  • TV Caucasus TV
  • www.Myvideo.ge