მედიის სკოლა
ჟურნალისტიკა შემოქმედებითი სპეციალობაა, რაც აორმაგებს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას უნივერსიტეტის მისიის შესასრულებლად. სდასუ-ს მედიის სკოლაში თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკული პროფესიული ჩვევების, მოვლენების კრიტიკული აღქმისა და სწორად შეფასების უნარის გამომუშავებას. ეს ყოველივე დიდად არის დამოკიდებული თითოეული სტუდენტის პიროვნული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაზე, რაც მრავალმხრივი და საფუძვლიანი განათლებით მიიღწევა. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ტრადიციული ევროპული მედიაგანათლების პრინციპებსა და გამოცდილებას ითვალისწინებს. მის განხორციელებაზე ზრუნავენ კვალიფიციური პედაგოგები, გამოცდილი თეორიტიკოსი და პრაქტიკოსი ჟურნალისტები. ახალგაზრდები ეცნობიან ჟურნალისტიკის თეორიისა და მასკომუნიკაციის ძირითად კონცეფციებს, ღრმად გაიაზრებენ მედიის საზოგადოებრივ როლს, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის პრინციპებს. სასწავლო პროგრამის გადახალისებამ, რადიოსა და ტელევიზიაში განხორციელებულმა პროექტებმა სტუდენტებს კიდევ უფრო გაუძლიერა პროფესიის დაუფლებისაკენ სწრაფვა. მომავალი ჟურნალისტებისათვის კარგ ასპარეზს ქმნის უნივერსიტეტის ჟურნალი ,,დებიუტი“, სადაც მათ შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა შეუძლიათ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტუდენტური ტელევიზიას – “სდასუ TV”, სადაც სტუდენტებს ცალკეული სიუჟეტების პარალელურად საავტორო გადაცემების მომზადებაც შეუძლიათ. სდასუ TV-ის პროგრამული პრიორიტეტები ემყარება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეროვნულ ფასეულობებს, საზოგადოების სანდოობასა და მათი ინტერესების გათვალისწინებას, მრავალფეროვნებისა და კრეატიულობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სდასუს მედიის სკოლაში! თუ თქვენ გსურთ იცხოვროთ 21-ე საუკუნის რიტმით, თვალი ადევნოთ და გააშუქოთ ქართული პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და კულტურული სიახლეები, არ ჩამორჩეთ გლობალურ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენებს, ისწავლოთ როგორ მოიპოვოთ, გადაამუშაოთ და გაავრცელოთ ინფორმაცია, გახდეთ პროფესიონალი ჟურნალისტები, მაშინ თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსტიტეტის მედიის სკოლა თქვენი სწორი არჩევანია. გამოცდილი, პრაქტიკოსი ჟურნალისტები და უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი სდასუ-ს მედიის სკოლაში მრავალი წელია კონკურენტუნარიან ჟურნალისტებს აოსტატებენ. სდასუ-ს რადიო და ტელე ლაბორატორიები სტუდენტს საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის კედლებშივე გახდეს პროფესიონალი რადიო და ტელეწამყვანი, თვისუფლად ფლობდეს თნამედროვე მედიატექნოლოგიებს: საოპერატორო, სამონტაჟი, სცენარის წერის ხელოვნებას, ტელეწამყვანის პროფესიას. სდასუ-ს მედიის სკოლაში მოქმედებს ორი პროგრამა: 1. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა; 2. ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა. სდასუს მედიის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს მრავალმხრივ განათლებას, რომელიც პრაქტიკული გამოცდილებით იქნება გამყარებული. ,,სდასუ TV” საერთო მაუწყებელია, რომლის ძრითდი თანამშრომლები, საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტები, წამყვანები, რეპორტიორები, გადაცემათა ავტორები თავად სტუდენტები არიან. ასე რომ, თუ გსურთ სამყარო გახადოთ უკეთესი, დაამსხვრიოთ სტერეოტიპები, იცხოვროთ ინფორმირებულ საზოგადოებაში, შემოგვიერთდით!

ია დანელია
მედიის სკოლის დეკანი