სამართლის სკოლა
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სამართლის სკოლაში ორ წელზე მეტია ფუნქციონირებს კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ტექნიკურად და პროგრამულად სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად შეისწავლონ კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიებისა და გახსნის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა კვალთა და სხვა მტკიცებულებათა აღმოჩენა, ამოღება, ფიქსირებისა და გამოკვლევის, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და სხვა სახის დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის თავისებურებები. შესაბამისად, სამართლის სკოლის სტუდენტებს კრიმინალისტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ გამოცდილებაც, რაც ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სტუდენტების მომზადებასთან ერთად ხდება ასევე პრაქტიკოსი მუშაკების მომზადება, რის საფუძველზეც აღნიშნული პირები შეძლებენ კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებას.
x


x
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2012 წლიდან ფუნქციონირებს იმიტირებული სასამართლო სხდომათა დარბაზი. ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოამზადონ იმიტირებული სასამართლო პროცესები სისხლის სამართლის პროცესში, საპროცესო უნარჩვევებში, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს კი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში. იმიტირებული სასამართლო სხდომის დარბაზი აღჭურვილია სასამართლო პროცესისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს იმიტირებული სასამართლო პროცესები წარიმართოს სასამართლო პროცესის ჩატარების წესისა სრული დაცვით და პროცედურის შესაბამისად.