სკოლები
ცხადდება მიღება საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

I. მაგისტრატურაში მიღების ვადები:

1.1 მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება – 23 აგვისტო – 7 სექტემბერი;
1.2 გამოცდა უცხოურ ენაში – 8 სექტემბერი;
1.3 გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
1.4 გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;
1.5 აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
1.6 გამოცდა სპეციალობაში – 13 სექტემბერი (საგამოცდო საკითხები);
1.7 გამოცდის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი;
1.8 გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 15 სექტემბერი;
1.9 აპელაციის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
1.10 მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება – 16 სექტემბერი.

II. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

2.1 განცხადება რექტორის სახელზე;
2.2 ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2017 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
2.3 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2.4 უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
2.5 საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
2.6 სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);
2.7 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2.8 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD–ზე.

საბუთები მიიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანატში.

სწავლის საფასური: 3000 ლარი

მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (+995) 322 25 36 77; (+995) 557 05 89 89; (+995) 577 57 60 90; (+995) 599 54 67 05.