სპორტი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ფუნქციონირებს სპორტული ცენტრი - კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, მინიფეხბურთის, ხელბურთის დარბაზებით.სისტემატიურად ტარდება ჩემპიონატები: სათამაშო, ინდივიდუალურ და ორთაბრძოლის სახეებში. სდასუ-ს სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს’’უნივერსიადის’’ და ‘’სტუდენტური თამაშების’’ ეგიდით ჩატარებულ ყველა სპორტულ ღონისძიებაში.უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდები წარმატებულად ასპარეზობენ ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში. სდასუ-ს კალათბურთის გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს პარტნიორობას უწევს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ასევე სტუდენტური სპორტის ფედერაცია. სდასუ არის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წევრი.
ბეჭდვა