კულტურა და სპორტი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული აქვს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციებთან. სდასუ-ს სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ არასააუდიტორიო აქტივობებში, გამოფენებში, სახელოვნებო კონკურსებში. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ერთის მხრივ არის როგორც კულტურული პროექტების მონაწილე, ასევე იგი თავად ქმნის შემოქმედებით პროექტებსა და კულტურულ პროდუქციებს: უნივერსიტეტში ინტენსიურად ეწყობა პოეზიის საღამოები;ინტელექტუალური თამაშები; სტუდენტთა მიერ ორგანიზებული თვითშემოქმედებითი საღამოები; სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტურნირები და ა.შ. სდასუ-ს ჰყავს წარმატებული ფოლკლორული ანსამბლი და ვოკალურ ინსტრუმენტალური ბენდი. სდასუ-ს სტუდენტურ ბაზაზე ჩამოყალიბებულია ‘’ლიტერატურული სალონი’’ და ‘’მკითხველთა კლუბი’’.

ბეჭდვა