ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

მომავალო კოლეგებო, მოგეხსენებათ,რომ სდასუ ერთ-ერთი მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე მზარდ გამოწვევებზე და ემსახურება კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას შრომის ბაზარზე. მეგობრებო, თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპზე მოგიწევთ პროფესიული და პრესტიჟული არჩევანის გაკეთება. ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით მოქმედი აკადემიური პერსონალი, რექტორატი თქვენი მეგზური იქნება განათლების უმაღლესი მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე. თქვენ - ჩვენს უნივერსიტეტში დაგხვდებათ მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები, კომპეტენტური აკადემიური რესურსი და უაღრესად თანამედროვე ინფრასტრუქტურა. მაღალკვალიფიციური განათლების მიღება და პროფესიონალად ჩამოყალიბება სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზეა შესაძლებელი, სადაც დანერგილია ნოვაციური სასწავლო პროცესი - შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და აკადემიური რესურსების საშუალებით. ჩვენი მიზანია სკოლის საქმიანობისა და მიზნების შესახებ საჯაროობის უზრუნველყოფა,მრავალმხრივი ურთიერთობების დანერგვაა, რაც გულისხმობს თქვენი მხრიდან საქმიანი წინადადებების შემოთავაზებასა და განხილვას. ვფიქრობ,თქვენი თანამშრომლობა ჩვენი სკოლის საქმიანობაში არის მისი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. თუ თქვენ არჩევანს შეაჩერებთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში -ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით სწავლის გაგრძელებაზე, თქვენ ჩვენთან დაეუფლებით ინგლისური ენის ბრიტანულ და ამერიკულ ვარიანტებს, მიიღებთ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი საგნების დაუფლებით თქვენთვის სასურველ განათლებას და დარწმუნდებით,რომ ამით თქვენი პროფესიონალიზმისა და კარიერული ზრდისათვის ყველაზე მართებული გადაწყვეტილება მიიღეთ.

გისურვებთ წარმატებებს !
პროფესორი რუსუდან კავთიაშვილი
ბეჭდვა