ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლაში. მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიო და მათ შორის საქართველოც, უამრავი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც საჭიროებს ეკონომიკისა და ბიზნესის კუთხით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. სდასუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა კი სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად მიზნად ისახავს, სტუდენტს შესძინოს მათ მიერ არჩეული სპეციალობის მიხედვით, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესატყვისი, თანამედროვე უმაღლესი განათლება; გამოუმუშავოს საქმიანი უნარ-ჩვევები. რისი საფუძველიც სწორედ ჩვენს მიერ დამუშავებული სწავლების თანამედროვე კონცეფცია გახლავთ - შესაბამისი სასწავლო პროგრამებით, რომლის ათვისება სტუდენტს გზას გაუხსნის, როგორც შიდა შრომის ბაზარზე, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი დონის სპეციალისტთა რიგებში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის კურსდამთავრებულები წარმატებით იწყებენ მოღვაწეობას, მათი პროფესიის შესაბამის პოზიციებზე როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ჩვენს საუნივერსიტეტო შესაძლებლობებსა და უნიკალურობაში, სდასუ ყველა მსურველს იწვევს, რათა დაათვალიეროს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა. პირადად გაეცნოთ სწავლების სრულყოფილ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლებს. გისურვებთ წარმატებებს!

ქეთევან ნანობაშვილი,
პროფესორი საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი
ბეჭდვა