მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლაში. მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის მიზანია აღზარდოს მომავალი თაობის სპეციალისტები, მეცნიერები, კლინიკური მკვლევარები და ჯანდაცვის სისტემის ლიდერები. ჩვენს სკოლაში მთავარი ფიგურა არის სტუდენტი. სკოლა სთავაზობსსტუდენტებს მრავალმხრივ აკადემიურ საქმიანობას, უქმნის ყველანაირ პირობას ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. სტუდენტთა სწავლება მიმდინარეობს 21 კლინიკურ ბაზაზე, სასწავლო პროცესს უძღვება 71 პროფესორი, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორი, დარგის წამყვანი სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ სდასუ ცდება ვიწრო აკადემიურ საზღვრებს, ერთობას, რომელიც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს შორის ყალიბდება, მივყავართ ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებისკენ. 25 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლა პროფესორებთან, მკვლევარებთან და თანამშრომლებთან ერთად ყოველდღიურად შრომობს უკეთესი მომავლისთვის, მაღალკვალიფიციური პროფესიონალების აღზრდისთვის. უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სახელით გისურვებთ წარმატებას თქვენს აკადემიურ საქმიანობაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია მოგცეთ შესაძლებლობა მიიღოთ ღრმა ცოდნა და მრავალმხრივი გამოცდილება.