სდასუ - TV
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ტელევიზია და რადიო - სდასუ - TV.

რექტორატის გადაწყვეტილებით, მომავალ ჟურნალისტებს და ამ მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

სდასუ - TV ჩამოყალიბდა საეთერო სივრცის ლიდერად. იგი პირველად ქართულ ინტერნეტსივრცეში მაყურებელს სთავაზობს ლიცენზირებულ სატელევიზო პროგრამებს, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, შემეცნებით-გასართობ გადაცემებს.

ტელევიზია და რადიო ემსახურება კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს და მისი მრავალრიცხოვანი მაყურებელი დიდი ინტერესით ეცნობა მიმდინარე მოვლენებს, პროფესორების მოღვაწობას და სტუდენტების აქტიურ ცხოვრებას.

სდასუ - TV-სთან ფუნქციონირებს სტუდენტთა საერთაშორისო საბჭო.
სდასუ -TV მაუწყებლობს ციფრული ხარისხის სიგნალით FULL - HD ფორმატში:

  • www.sdasu.tv
  • silk TV
  • Caucasus TV
  • www.Myvideo.ge