რექტორი


XXI საუკუნეში ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სდასუ-ს რექტორი, პროფესორი თეიმურაზ ქორიძე ოქსფორდის ლიდერთა სამიტმა სოკრატეს უმაღლესი საერთაშორისო ორდენითა და შესაბამისი დიპლომით დააჯილდოვა - "Socrates International Award".

პროფესორი თეიმურაზ ქორიძე არჩეულია ევროპის რექტორთა საბჭოს წევრად. ამ საბჭოს წევრობა უნივერსიტეტს მნიშვნელოვან უფლებებსა და პრივილეგიებს ანიჭებს:

 


"მეცნიერების, განათლებისა და ბიზნესის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის" ევროპის ბიზნესასამბლეის ნომინაციურმა კომიტეტმა და ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სდასუ-ს რექტორს, პროფესორ თეიმურაზ ქორიძეს მიანიჭა წოდება "ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი".

"სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებასა და პროფესიულ დაოსტატებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის" სდასუ-ს რექტორი, პროფესორი თეიმურაზ ქორიძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

"ევროპის ბიზნესასამბლეის ნომინაციურ კომიტეტს პატივი აქვს შეგატყობინოთ: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ თეიმურაზ ქორიძის საქმიანობა ოქსფორდის ლიდერთა სამიტმა შეაფასა, როგორც თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში ინტელექტუალური გზით შეტანილი წვლილი, რისთვისაც მას მიენიჭა „სოკრატეს უმაღლესი საერთაშორისო ორდენი და ჯილდო შესაბამისი დიპლომებით“.
ევროპის ბიზნესასამბლეის გენერალური დირექტორი
ჯონ ნეტტი


"ევროპის რექტორთა საბჭოს“ ფუნქციონირება სამეცნიერო საზოგადოების კონსოლიდაციას, ასევე ევროპის უმაღლესი სასწავლებლების კოორდინაციულ მუშაობას ემსახურება. ერთობლივი პროექტების განხორციელების პრიორიტეტები კი შემდეგი საკვანძო საკითხებია: სასწავლო-მეთოდოლოგიური, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო“.
ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი
პროფესორი ვილ გუდჰეირი


ბეჭდვა