ბიბლიოთეკით სარგებლობა
ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურითა და საკანონმდებლო მასალით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ სდასუ-ს სტუდენტს , აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

წიგნების გატანა და დაბრუნება


  • სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მკითხველის ბილეთი ბიბლიოთეკაში შემოსვლისას, გასვლისას , შეკვეთილი მასალის მიღებისას.
  • ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ორი დღით.
  • წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სარგებლობისათვის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზი.
  • გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის გასვლისთანავე (ორი დღე ) მკითხველი ვალდებულია, წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას.
  • ბიბლიოთეკარს შეუძლია მოითხოვოს წიგნის ან ბიბლიოთეკიდან გატანილი რომელიმე სხვა ნივთის (დისკის, ვიდეო კასეტის) ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია,წიგნი დაუყონებლივ დააბრუნოს ბიბლიოთეკაში.
  • ბიბლიოთეკარს აქვს უფლება, განსაკუთრებულ შემთხვევებში აკრძალოს, ან შეცვალოს ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის წესი. მაგალითად: არ გაატანოს წიგნი იმ პირს, რომელიც შემჩნეული იქნება წიგნთან არაგულისმიერ მოპყრობასა და დაგვიანებით დაბრუნებაში.

ბიბლიოთეკა უფლებამოსილია

  • წიგნის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველს მოსთხოვოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება იგივე გამოცემით, ან იმავე დარგის სამი სახეობის წიგნით. ბიბლიოთეკა უფლებას იტოვებს, მკითხველი რომელიც შემჩნეული იქნება წიგნის ან პერიოდიკის ცუდად მოპყრობაში (წაღება, სურათის ამოჭრა, ფურცლის დახევა), გარიცხოს ბიბლიოთეკის წევრობიდან.

ბიბლიოთეკარის უფლება-მოვალეობები:


  • წიგნადი და ელექტრონული ვერსიების მოვლა-პატრონობა
  • წიგნსაცავის მუდმივი განახლება; დირექტორთნ შეთანხმებით:საჭირო ბეჭვდითი და ელექტრონული წიგნებისა და პერიოდული ლიტერატურის დროულად გამოწერა, შეძენა.
  • ბიბლიოთეკაში წიგნების აღრიცხვა, ელექტრონული კატალოგის შექმნა და წარმოება; კატალოგის შპს „სდასუ“-ს ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა.
  • სტუდენტთა მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვა.
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში, დირექტორთან შეთანხმებით, ბიბლიოთეკარს შეუძლია არ გაატანოს წიგნი იმ პირს, რომელიც შემჩნეული იქნება წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში.(ქცევის ნორმების დარღვევის შემთხვევაში ორი გაფრთხილების შემდეგ.)