ბიბლიოთეკის შესახებ
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვება მრავალფეროვანი ლიტერატურა საუნივერსიტეტო პროგრამების ყველა მიმართულებით. წიგნსაცავში დაცულია წიგნების ძველი გამოცემები, რომლებიც დღესდღეობით იშვიათ ეგზემპლარებს განეკუთვნება. ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად მდიდრდება და დღეისათვის 20000-მდე სახელმძღვანელოს შეიცავს. ბიბლიოთეკა ასევე მარაგდება ჟურნალ-გაზეთებით. ბიბლიოთეკაში ტრადიციად იქცა იმ ლიტერატურის საჯარო განხილვა და სემინარების ჩატარება, რომლითაც ინტერესდებიან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება ელექტრონული ვერსიებით (ვიდეოთეკა, აუდიოთეკა). სდასუ-ს ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სერვის სამსახური.რომელიც მკითხველს სთავაზობს ოპერატიულ მომსახურებას ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით. ეს არის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და მონაცემთა ბაზები, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი. მკითხველთათვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ბიბლიოთეკა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ემსახურება ინტერნეტ რესურსებით და საქართველოს კანონმდებლობის ნორმატიული აქტების კრებულით - “კოდექსით“.ჩვენს მკითხველს აქვს ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე (CD, USB) გადაწერის შესაძლებლობა.
ბეჭდვა