დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ !

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ !

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება სამართლის, მედიცინისა და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებზე დოქტორანტურაში მიღების ვადები: 1. საბუთების მიღება – 20 ივლისი - 7 სექტემბერი 2. გამოცდა უცხოურ ენაში – 8 სექტემბერი 3. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი 4. აპელაციის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი 5. დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 12 სექტემბერი 6. დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი 7. გასაუბრების შედეგების გასაჩივრება - 14 სექტემბერი 8. აპელაციის შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი 9. ხელშეკრულებების გაფორმება - 16 სექტემბერი 10. ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 16 სექტემბერი წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 1. განცხადება რექტორის სახელზე; 2. განმცხადებლის რეზიუმე (CV); 3. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2017 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე); 4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 5. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; 6. სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა; 7. უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 8. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა) დამადასტურებელი სერთიფიკატი; 9. წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე); 10. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 11. 2 ფოტოსურათი (3x4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე. საბუთები მიიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე შესაბამისი სკოლების დეკანატებში. მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე). დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (+995) 577 57 60 50; (+995) 577 57 60 90; (+995) 599 90 58 44.

Share: