მობილობის მსურველთა საყურადღებოდ !

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ !

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს 2017– 2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები : • სამართალმცოდნეობა - 15 ადგილი • ჟურნალისტიკა - 17 ადგილი • ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა - 12 ადგილი • ტურიზმი - 8 ადგილი • ინგლისური ფილოლოგია - 10 ადგილი ერთსაფეხურაინი საგანმანათლებლო პროგრამები : • სამკურნალო საქმე - 25 ადგილი • სტომატოლოგია - 10 ადგილი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები : • სამართალი - 9 ადგილი • ჟურნალისტიკა - 10 ადგილი • ბიზნესის ადმინისტრირება - 7 ადგილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში მობილობის უფლების მოპოვების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე. სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის უფლებას, ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში (23 აგვისტო - 1 სექტემბერი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 1. განცხადება; 2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით); 4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ; 5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი; 6. ატესტატი/წინა საფეხურის დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი; 7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); 8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 9. 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე. საბუთები მიიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე შესაბამისი სკოლების დეკანატებში მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე) დამატებითი ინფორმაციიათვის დაგვიკავშირდით : (+995)577 57 60 50 გისურვებთ წარმატებას!

Share: