2017 წლის 3 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს

2017 წლის 3 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს

2017 წლის 3 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან, სადაც მსჯელობა გაიმართება საქართველოში ადამიანისუფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, თანამედროვე იურისტის როლზე, იურისტის ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობაზე.აღნიშნული ღონისძიება ეხმიანება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 წლისთავს. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის,მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. საჯარო შეხვედრა გაიმართება 13:00 საათზე, იუსტიციის სახლში. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1VsSlGEOQbKygMBsuTc7aaO0AMmI8dClxYVmS9m41YuE/viewform?edit_requested=true, არაუგვიანეს, 2 მაისს, 18:00 საათამდე.

Share: