სდასუ- ს ჰიმნი

სდასუ- ს ჰიმნი

მე და შენ ერთად დავხატავთ მზეს, ცხოვრებას შევმატებთ სულ ახალ ფერს, მოვდივართ, მოვყვებით დავითის გზებს სდასუ-ში სიცოცხლე სხვაგვარად ჩქეფს. მე და შენ ერთად ავივლით მთებს, ღიმილებს მოვაფენთ მინდორს და ველს, გავათბობთ გაყინულ ფიქრსა და ზღვებს ვაჩუქებთ ერთმანეთს ოცნების ფრთებს. მის: ჩვენ ერთად ავყვებით მწვერვალის გზას, დავითვლით ვარსკვლავებს, მოვხატავთ ცას, სიყვარულს მივუძღვნით სულ ყველა წამს, სდასუ-ში ჩვენ ერთად, სულ ერთად ვართ. მის: მომავალს ვაშენებთ ნათელს და ლაღს, დავითის გაკვალულს მოვყვებით გზას, სიყვარულს მივუძღვნით სულ ყველა წამს, სდასუ-ში ჩვენ ერთად, სულ ერთად ვართ. ტექსტის ავტორი : დიკა სალაყაია

Share: