ხარისხის უზრუნველყოფა

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

პრორექტორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მეცნიერებათა დოქტორი, ზაზა მარუაშვილი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუს) ღირსებები და პრიორიტეტებია: ხანგრძლივი, 25 წლიანი საუნივერსიტეტო ისტორია; საერთაშორისო აღიარება; მაღალი კლასის ინფრასტრუქტურა; დარგში აღირებული პროფესურა; გაცვლითი და დუალ პროგრამები, საერთაშორისო საზაფხულო სკოლები; პარტნიორი ორგანიზაციების ფართო ქსელი; სდასუ-TV და სდასუ-RADIO; პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება; სტუდენტების ჩართულობა სამეცნიერო კვლევებში; წარჩინებულ სტუდენტთა მოტივირება, სტიპენდიები; წარმატებული კურსდამათავრებულები და მათთან ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობა; აქტიური სტუდენტური ცხოვრებისათვის აუცილებელი კომფორტი; სტუდენტზე ორიენტირებული და ხელმისაწვდომი სწავლების საფასური; უწყვეტი განათლების ხელშეწყობა. სდასუ მოწოდებულია იყოს სიახლეზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლა/სწავლება ეფუძნება პრაქტიკას, პასუხობს დროის გამოწვეევებს, უახლეს სასწავლო და დამხმარე ლიტერატურას, ინოვაციურ სწავლების მეთოდებს და ორიენტირებულია სტუდენტის მაქსიმალურ თვითრეალიზებაზე. ჩვენი პოსტულატებია: სასწავლო პროცესის ხელშეუვალობა; პროფესორის აკადემიური თავისუფლება; სალექციო პროცესის ინტერაქტივობის მაღალი ხარისხი და მისი წარმართვა თვალსაჩინოებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; სტუდენტებთან ლექტორის დამატებითი, ინდივიდუალური მუშაობის ხელშეწყობა. სდასუ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც აქვს სამივე საფეხურის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკრედიტირებული პროგრამები. უნივერსიტეტში მოქმედებს ხარისხის კონტროლის შიდა და გარე მექანიზმები, რომლითაც ზუსტდება სტუდენტთა და ლექტორთა სარეიტინგო მაჩვენებლები. სასწავლო პროცესი დინამიურად ექვემდებარება მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონიტორინგს. თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთან სწავლას, გჯეროდეთ, რომ სდასუში თქვენ მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე ამას ელოდით. ის საკუთარ თავში აღმოგაჩენინებთ იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე ეს ადრე წარმოგედგინათ.