ჩვენ შესახებ

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების განხორციელებას:

  • ზრუნავს სასწავლო და კვლევითი პროცესის ხარისხის ამაღლებაზე;
  • შეიმუშავებს სწავლისა და კვლევის ხარისხის შეფასების მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს;
  • დადგენილი ინდიკატორების მიხედვით სისტემატურად აფასებს სწავლისა და კვლევის შედეგებს და მათ შესაბამისობას უნივერსიტეტის მისიასთან;
  • ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტების საერთაშორისო სივრცეში ჩართვას;
  • კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის აკრედიტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს;
  • თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოყალიბების მიზნით;