ჩვენ შესახებ

სდასუს ისტორია

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) 1991 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. განვლილი ოცდახუთი წლის განმავლობაში სდასუ თანდათან იქცა ეროვნულ ფასეულობებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ უნივერსიტეტად.ამას მოწმობს ის დიდი აღიარება, რომელიც სდასუ-მ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოიპოვა: 2007 წელს ევროპის ბიზნესასამბლეის წევრი გახდა და საუკეთესო უნივერსიტეტების კატალოგში დაიმკვიდრა ადგილი.


რა გამოარჩევს სდასუ-ს? ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები;
  • აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხური - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, აგრეთვე ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები და რეზიდენტურა მედიცინის მიმართულებით;
  • მაღალკვალიფიციური პროფესურა - თითოეული სკოლის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელს აქვს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი;
  • სდასუ კვლევითი უნივერსიტეტია - ინოვაციებზე, ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი პროცესი მჭიდროდ არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესთან, რაც სწავლისა და კვლევის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
  • ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მეცადინეობები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში;
  • სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისათვის - დავით აღმაშენებლის სახელობის და ილია მეორის სახელობის;

  • ადგილმდებარეობა და საუკეთესო პირობები:

  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, სასწავლო აუდიტორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები;
  • სტუდენტური ინტერნეტტელევიზია სდასუ TV;
  • რადიოსტუდია;
  • უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრები;
  • ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული რესურსებით;
  • საუკეთესო სამედიცინო და იურიდიული კლინიკური ბაზები;

  • სდასუ მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სტრუქტურებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს, მაღალკვალიფიციური შემოქმედებითი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.

    სდასუ მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება - იგი მუდმივად ისწრაფვის სრულყოფისაკენ.