ჩვენ შესახებ

რექტორი

XXI საუკუნეში ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სდასუ-ს რექტორი, პროფესორი თეიმურაზ ქორიძე ოქსფორდის ლიდერთა სამიტმა სოკრატეს უმაღლესი საერთაშორისო ორდენითა და შესაბამისი დიპლომით დააჯილდოვა - "Socrates International Award".

პროფესორი თეიმურაზ ქორიძე არჩეულია ევროპის რექტორთა საბჭოს წევრად. ამ საბჭოს წევრობა უნივერსიტეტს მნიშვნელოვან უფლებებსა და პრივილეგიებს ანიჭებს:

  • ელიტური სოციალური ინსტიტუტებისადმი მიკუთვნებას;
  • ყოველწლიურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში- "Euro Education" - მონაწილეობას;
  • საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლებისა და თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობას;
  • კვოტას სტაჟირების გავლაზე;
  • პრაქტიკულ სემინარ-ტრენინგებში მონაწილეობას;
  • სდასუ-ს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის განთავსებას ყოველწლიურ კატალოგში "World Universities";
  • სხვადასხვა საპატიო წოდებასა და ჯილდოზე კანდიდატთა წარდგენის უფლებას;
  • საბჭოს ვებ-გვერდზე ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის განთავსებას;
  • საბჭოს წევრი უნივერსიტეტების ინტერესების წარდგენას პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმებზე, სიმპოზიუმებზე, კონფერენციებზე და სხვ.
  • "მეცნიერების, განათლებისა და ბიზნესის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის" ევროპის ბიზნესასამბლეის ნომინაციურმა კომიტეტმა და ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სდასუ-ს რექტორს, პროფესორ თეიმურაზ ქორიძეს მიანიჭა წოდება "ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი".

    "სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებასა და პროფესიულ დაოსტატებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის" სდასუ-ს რექტორი, პროფესორი თეიმურაზ ქორიძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.


    "ევროპის ბიზნესასამბლეის ნომინაციურ კომიტეტს პატივი აქვს შეგატყობინოთ: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ თეიმურაზ ქორიძის საქმიანობა ოქსფორდის ლიდერთა სამიტმა შეაფასა, როგორც თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში ინტელექტუალური გზით შეტანილი წვლილი, რისთვისაც მას მიენიჭა „სოკრატეს უმაღლესი საერთაშორისო ორდენი და ჯილდო შესაბამისი დიპლომებით“.

    ევროპის ბიზნესასამბლეის გენერალური დირექტორი
    ჯონ ნეტტი

    "ევროპის რექტორთა საბჭოს“ ფუნქციონირება სამეცნიერო საზოგადოების კონსოლიდაციას, ასევე ევროპის უმაღლესი სასწავლებლების კოორდინაციულ მუშაობას ემსახურება. ერთობლივი პროექტების განხორციელების პრიორიტეტები კი შემდეგი საკვანძო საკითხებია: სასწავლო-მეთოდოლოგიური, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო“.

    ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი
    პროფესორი ვილ გუდჰეირი